თეიმურაზ გვანცელაძე — ტოპონიმთა მასობრივი ცვლის მცდელობანი აფხაზეთში 1921-1937 წლებში


downloadსტატიის სანახავდ მიჰყევით ბმულს:

ტოპონიმთა მასობრივი ცვლის მცდელობანი აფხაზეთში 1921-1937 წლებში

Реклама
Рубрика: აფხაზეთის ისტორია, აფხაზური ენა | Оставить комментарий

თეიმურაზ გვანცელაძე -აფხაზური ენის დიალექტთა დიფერენციაციის დროისა და ადგილის საკითხი


_DSC9409

სტატიის სანახავდ მიჰყევით ბმულს:

აფხაზური ენის დიალექტთა დიფერენციაციის დროისა და ადგილის საკითხი

 

Рубрика: აფხაზეთის ისტორია, აფხაზური ენა | Метки: , | Оставить комментарий

თეიმურაზ გვანცელაძე -აფხაზურ-ადიღურ ეთნოსთა დივერგენციის პრობლემა


downloadაფხაზურ-ადიღურ ეთნოსთა დივერგენციის პრობლემა.

სტატიის სანახავად მიყევით ბმულს:

afxazur-adirur-etnosta-divergenciis-problema

Рубрика: აფხაზეთის ისტორია, აფხაზი ხალხის ეთნოლოგია | Оставить комментарий

თეიმურაზ გვანცელაძე — აფხაზოლოგიის ძირითადი პრობლემები თანამედროვე დისკურსში


_DSC9409 აფხაზოლოგია   კავკასიოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგია. იგი იკვლევს აფხაზი (აფსუა) ხალხის იდენტობას, ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიას, ეთნოლოგიურ თავისებურებებს, ანთროპოლოგიურ სპეციფიკას, აფხაზურ ენას, ზეპირსიტყვიერ და მუსიკალურ ფოლკლორს, აფხაზურ ლიტერატურას, მხატვრობას, პროფესიულ მუსიკას, თეატრს…

აფხაზოლოგიას, გარდა წმინდა სამეცნიერო მიზნებისა, ევალება სეპარატიზმის საწინააღმდეგო მტკიცე სამეცნიერო ბაზის შექმნაც.

აფხაზოლოგია სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, როცა შეიქმნა ქართველ და უცხოელ მკვლევართა პირველი პროფესიონალური სამეცნიერო ნაშრომები. ამ მიმართულებით მომუშავე ავტორები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: Читать далее

Рубрика: აფხაზეთის ისტორია, აფხაზური ენა, სსუ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის საქმიანობა, სხვადასხვა, ქართულ–აფხაზური კულტურული ურთიერთობანი | Метки: , , , | Оставить комментарий

თამარ გითოლენდია — პოლისემია და ომონიმია ქართულში აფხაზური პარალელებითურთ


Tamar Gitolendiaდაიბეჭდა თამარ გითოლენდიას წიგნი ,,პოლისემია და ომონიმია ქართულში აფხაზური პარალელებითურთ». ნაშრომი ეძღვნება პოლისემიისა და ომონიმიის პრობლემის პარალელურ განხილვას ქართული და აფხაზური ენების  მასალაზე.

რედაქტორი — თეიმურაზ გვანცელაძე.

რეცენზენტები — ქეთევან მარგიანი, ლეილა ავიძბა, ნიკო ოთინაშვილი.

ISBN 978-9941-0-7261-1

წიგნი გამოიცა აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის სამინისტროს მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის გრანტით.

თბილისი, 2014

 

შინაარსი Читать далее

Рубрика: აფხაზური ენა | Метки: , , , | Оставить комментарий

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის 2014 წელს შესრულებული მუშაობის ანგარიში


საგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველყოფა:

   ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებას განაგრძობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:

1912541_683384641707447_2050394_n   ა. მოქმედებდა 3 ჯგუფი, მათგან ერთი ძირითადი სპეციალობისა (major),ხოლო 2 — დამატებითი სპეციალობისა (minor);

   ბ. 2014 წლის დეკემბერში პროგრამის სტუდენტებიდან წარჩინებული სწავლის გამო  პრეზიდენტის სტიპენდია დაენიშნა 3 სტუდენტს: ნინო მაჭარაშვილს, მარიამ აზირაშვილსა და ირენა ნადოევს;

   გ. პროგრამის სტუდენტებს აფხაზოლოგიურ სალექციო კურსებს უკითხავდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი თამარ გითოლენდია და დოქტორანტი სოფიკო ჭაავა;

   დ. საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გვანცა გიგუაშვილმა. Читать далее

Рубрика: სსუ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის საქმიანობა, სხვადასხვა | Метки: | Оставить комментарий

თეიმურაზ გვანცელაძე. მოგონება. ჩეჩნეთ–ინგუშეთი 1991 წლის 23 თებერვალს


1960334_233726730144831_1031624790_nდღეს შესრულდა ზუსტად 70 წელი იმ დღიდან (1944 წლის 23 თებერვლიდან), როცა საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობის მითითებით კბილებამდე შეიარაღებულმა შინაგანი ჯარის ნაწილებმა ერთ ღამეში ალყა შემოარტყეს ყველა ჩეჩნურ და ინგუშურ სოფელს, მიაყენეს ცარიელი სატვირთო მანქანები, ან, სადაც რკინიგზა უდგებოდა, პირუტყვის გადასაყვანი ვაგონები და მოსახლეობას გამოუცხადეს, მინიმალურ დროში მომზადებულიყვნენ და გამოცხადებულიყვნენ დანიშნულ ადგილას 3 დღის სამყოფი სასმელ–საჭმლით. ქალაქებში კი სათითაოდ აკითხავდნენ ჩეჩნურ–ინგუშურ ოჯახებს და მიერეკებოდნენ რკინიგზის სადგურზე.

   ელდანაცემი მოსახლეობა ვერ ასწრებდა გონს მოსვლასა და მომზადებას, მით უმეტეს, რომ არ იცოდნენ, რას უპირებდნენ. სამხედროებმა სრულად მოკრიბეს ქალები, ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები (ჯანსაღი მამაკაცები ამ დროს ფრონტზე იბრძოდნენ და იცავდნენ იმ სახელმწიფოს, რომელმაც მათ ოჯახებს განაჩენი გამოუტანა). ამოიკითხეს სიები, დაათვალიერეს შეკრებილნი, ჩამოართვეს «ზედმეტი» სურსათი და ძვირფასეულობა, შეყარეს მანქანებზე და გააქანეს უახლოეს სარკინიგზო სადგურებზე, სადაც ყველას თავი უკრეს ვაგონებში და კარები გარედან გადარაზეს. ზოგ სოფელში, მაგალითად, ხაიბახში ინვალიდები და სნეულები ფარეხში შერეკეს, ფარეხს ნავთი მიასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თან ავტომატ–ტყვიამფრქვევის ჯერიც მიუშვეს. Читать далее

Рубрика: სხვადასხვა | Метки: | 1 комментарий